რამდენად გაიზრდება შენი ეფექტურობა, თუ გეცოდინება რომ გაქვს ინსტრუმენტი, რომელიც დაზოგავს შენს დროს და გაზრდის ადამიანების სწორად შეფასების შესაძლებლობებს? ამ ინსტრუმენტს პროფაილინგი ქვია და მისი დახმარებით ტესტების გარეშე შეგიძლია მოკლე დროში განსაზღვრო ადამიანების პოტენციალი, მათი სააზროვნო სისტემა, პიროვნების ტიპი, სამუშაო ქცევა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
ტრენინგი – თანამშრომლების შერჩევა პროფაილინგით, გაძლევს ინსტრუმენტების ნაკრებს იმისთვის რომ:
- ადამიანის ქცევაზე დაკვირვებით განსაზღვრო მისი მომდევნო ქცევა
- ამოიცნო პიროვნული მახასიათებლების ფართო სპექტრი ფსიქომეტრული ტესტების გამოყენების გარეშე
- გააკეთო სიტუაციის ანალიზი და მიხვდე ქცევის ქვეტექსტს
- ამოიღო სიღრმისეული ინფორმაცია ადამიანის შესახებ მოკლე დროში
- მართო შერჩევის ყველა ეტაპი ეფექტურად
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- კანდიდატებთან ეფექტურ კომუნიკაციას
- შერჩევის პროცესის დაგეგმარებას და შეზღუდულ დროში ეფექტურად აღსრულებას
- დაფარული ინფორმაციის ამოღებას
- კანდიდატის წინასწარი პროტოტიპის შექმნას
- კანდიდატის პიროვნების პროფილის ამოცნობას
მეთოდოლოგია
კურსი დამყარებულია პრაქტიკული სწავლების მეთოდზე, რაც იმას ნიშნავს რომ მონაწილეები სიმულაციური თამაშების და სადემონსტრაციო ტექნიკების საშუალებით პრაქტიკაში ისწავლიან პიროვნების ამოცნობას და მის გამოყენებას კანდიდატის შერჩევის პროცესში. ტრენინგის ფორმატი მოიცავს ქოუჩინგისა და როლური თამაშების ტექნიკებს, რის შედეგადაც პროგრამა 90%-ით ორიენტირებულია უნარების განმტკიცებასა და განვითარებაზე.
⭕ვისთვის არის ეს ტრენინგი:
☑ HR სპეციალისტებისთვის
☑ რეკრუტერებისთვის
☑ მენეჯერებისთვის
ტრენინგის მონაწილეები ჩაატარებენ სიმულაციურ გასაუბრებებს 10 პოტენციურ კანდიდატთან.
ტრენერი
მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
კომპანია ჰედვაისის დამფუძნებელი და დირექტორი; საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z; მოწვეული ლექტორი – კავკასიის უნივერსიტეტი; ასისტენტ პროფესორი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; სოციალური ფსიქოლოგიის პრაქტიკის ხელმძღვანელი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
მარიამი საერთაშორისო კონსულტანტია ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების სფეროში, ასვე HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ – ქოუჩს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა გერმანული ეკონუმიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, MSC, CTE, GMP, PSP და სხვა
ტრენინგი ჩატარდება ადგილზე, ჰედვაისის სატრენინგო სივრცეში.
📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაიშვებიან გასაუბრების საფუძველზე.