პროექტის მართვა ერთ-ერთი მიდგომიდან უმნიშვნელოვანეს ბიზნეს პროცესად იქცა, რომელიც ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა. ცვალებადი გარემო აიძულებს ორგანიზაციებს, სწრაფად მოერგონ გამოწვევებს, დროულად დახვეწონ მართვის სისტემები და დანერგონ სიახლეები.
ტრენინგი “პროექტის პრაქტიკული მართვა“ ეფუძნება ამ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის (პროექტების მართვის ინსტიტუტი), მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელებისათვის პროექტის მენეჯმენტის საქართველოში აპრობირებული და პრაქტიკული პრინციპების, მეთოდებისა და საბაზისო ტექნიკების შესწავლას.
ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან პროექტის მენეჯმენტს, როგორც ცალკე დისციპლინას, მისი გამოყენების აუცილებლობებსა და უპირატესობებს, პროექტის მენეჯმენტის შემადგენელ კომპონენტებს და მიდგომებს, რომლებიც გამოიყენება ტრადიციული პრობლემების გადაჭრის დროს. ყურადღება მიექცევა რეალური საპროექტო სიტუაციების განხილვას, პროექტებისათვის დამახასიათებელი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებას და გადაწყვეტილებების მიღებას.
ილია რევია
პროექტების მენეჯმენტის 18 წლიანი გამოცდილება; წარმატებით განხორცილებული კომპლექსური, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ბიზნეს და IT პროექტები წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტუტებში (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრისტალი).
განათლება: იონჩეპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განახლებაში; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს-სკოლის მაგისტრი პროექტების მართვაში, ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) საქართველოში.
საკონსულტაციო და ტრენინგ საქმიანობა დაიწყო 2011 წლიდან; წარმატებით განხორციელებული ტრენინგები და საკონსულტაციო საქმიანობა პროექტების მართვის დარგში შემდეგი ორგანიზაციებისთვის: თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, საქართველოს რეგიონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სსსტც „დელტა“, კრეატიული სააგენტო Leavingstone, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, იუსტიციის სახლი, Evex, Aldagi, Imedi-L, Pharmadepot, Socar, კავკასიის უნივერსიტეტი, PMCG, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, და სხვა.