Headvice

კადრების შეფასება, ჰედვაისის საავტორო პროფაილინგ მეთოდით, გულისხმობს თითოეული თანამშრომლის ფსიქოლოგიური და ქცევითი პორტრეტის დეტალურ ანალიზსა და იდენტიფიცირებას.

რისთვის გჭირდებათ პერსონალის შეფასება?

 
 

თუ თანამშრომლის დაწინაურებას აპირებთ, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების ცოდნა:

  • შეძლებს თუ არა პოზიციისთვის სახასიათო გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებას?
  • რა დრო დასჭირდება პოზიციასთან სრული ადაპტაციისთვის?
  • როგორ შეიცვლება მისი ქცევა დაწინაურებასთან ერთად?
  • როგორ შეიცვლება მისი დამოკიდებულებები გუნდის სხვა წევრების მიმართ?
  • რამ შეიძლება ხელი შეუშალოს აღნიშნულ პოზიციასთან ადაპტირებაში და როგორი უნდა იყოს მმართველი გუნდის ჩართულობა ამ პროცესში?
 

თუ თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას აპირებთ მაგრამ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული თქვენს გადაწყვეტილებაში.

 

თუ გეგმაში გაქვთ თანამედროვე, ინდივიდუალური მართვისა და სამოტივაციო სისტემების დანერგვა

  • პროფაილინგი გაძლევთ ინფორმაციას ინდივიდუალურ მოტივატორებსა და დემოტივატორებზე.
  • ფლობთ თანამშრომლის ინდივიდუალურ „სამუშაო ენას“ – როგორ შეუქმნათ სამუშაო ეფექტურობისთვის აუცილებელი პირობები.
 

თუ თანამშრომლის განვითარების გეგმაზე მუშაობთ და გჭირდებათ იცოდეთ:

  • რა არის მისი განვითარების უახლოესი ზონა
  • რა მიმართულებით ჭირდება ყველაზე მეტად განვითარება
  • რომელი უნარების გაძლიერებაა საჭირო და აუცილებელი
  • რა ტიპის ტრენინგ პროგრამა იქნებოდა მისთვის ყველაზე პროდუქტიული